2012 წლის 15-21 იანვარს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ხელმძღვანელი, თსსუ-ს ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,პროფესორი მარინა მამალაძე,პროფესორ ბებილ სტრეი პედერსონის მიწვევით იმყოფებოდა ქ. ოსლოში (ნორვეგია). იგი დაესწრო ობიექტურად სტრუქტურირებული გამოცდის (OSCE) მიმდინარეობას. აღნიშნული ტიპის გამოცდა უკვე დანერგილია თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტში და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრში - უნიდენტი.