2011 წლის 19-21 მაისს ქ.პოლტავაში (უკრაინა) გაიმართა სტომატოლოგიური კომპანია „Dentart“-ის XIX საერთაშორისო კონფერენცია-სემინარი „რესტავრაციების თავისუფალი დიზაინი“, რომელიც კბილთა რესტავრაციის თანამედროვე თეორიებს, კონცეფციებსა და პრაქტიკულ რეკომენდაციებს მიეძღვნა.
კონფერენციის მსვლელობის პროცესში ჩატარდა უკრაინის ექიმი-სპეციალისტების შეჯიბრი-კონკურსი „პრიზმა-ჩემპიონატი“საუკეთესო სარესტავრაციო ნამუშევრის გამოსავლენად.
საქართველოდან კონფერენციას ესწრებოდა სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ხელმძღვანელი,საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოსციაციის პრეზიდენტი და პროფესორი მარინა მამალაძე. ქართველ სტომატოლოგთა შორის იგი პირველია, რომელიც ამგვარი რანგის საერთაშორისო ღონისძიებაზე ლექტორად (სპიკერად) იყო მიპატიჟებული. პროფესორმა მარინა მამალაძემ წაიკითხა ლექცია: „კბილთა პრეპარირება-ტრადიციებით მომავლისკენ“.
წლევანდელი საერთაშორისო კონფერენციის მოდერატორი იყო პროფესორი ჟან-ფრანსუა რულე (ლიხტენშტეინი), იგი წელს ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორად მიიწვიეს. კონფერენციაზე ასევე ლექციით წარსდგნენ: პროფესორები გრეგორი ბრიმბალა (იტალია), ვალტერ დიასი (გერმანია), სერგეი რადლინსკი (უკრაინა). პროფესორი მარინა მამალაძე ასევე ვიზიტის პერიოდში არჩეული იყო პრიზმა ჩემპიონატის ჟიურის წევრად და ჩემპიონატის დასრულებისას საზეიმო ცერემონიალზე მან უკრაინის ჩემპიონს ს.პერეპელენკოს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და ჟიურის სახელით გამარჯვება მიულოცა.