2011 წლის 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ხელმძღვანელი,პროფესორი მარინა მამალაძე იმყოფებოდა ქ. ჟენევაში (შვეიცარია) დოქტორ დიდიე დიჩის სატრენინგო კურსზე „Genevasmile center“-ში. კურსის თემატიკა იყო „კბილთა მაკრო და მიკრო ანატომიის თანამედროვე დიზაინი და მისი მოდელირების თავისებურებები“.