2010 წლის 14 დეკემბერს, სტომატოლოგიის კლინიკამ და სასწავლო - კვლევითმა ცენტრმა უნიდენტმა, კომპანია "Dentsply"-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულმა ასოციაციამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უმასპინძლა კომპანია "Dentsply"-ის სპიკერს, ექიმ-სტომატოლოგს ირინა კიბენკოს (ქ.პოლტავა, უკრაინა). მან ჩაატარა ლექცია და დემონსტრაციული მასტერ-კლასი "რესტავრირებული და ბუნებრივი კბილების გარეგანი დიზაინის შეუსაბამობის მიზეზები და მათი კორექციის გზები".