2010 წლის 9-12 ოქტომბერს სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო - კვლევით ცენტრ უნიდენტ-ში ჩატარდა კომპანია 3M ESPE-ს ოფიციალური წარმომადგენლის ნაზარ ვიტინსკის პრეზენტაცია-სემინარი ქართველი ექიმი-ორთოდონტებისთვის. ლექტორმა 3M ESPE-ს ორთოდონტიული ხაზის - ORTOSYSTEM-ის ნაწარმის პრეზენტაცია მოახდინა. სემინარს საქართველოს თითქმის ყველა წამყვანი ექიმი-ორთოდონტი დაესწრო.