თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამედიცინო უნივერსიტეტს ესტუმრნენ მედიცინის სხვადასხვა დარგის თვალსაჩინო წარმომადგენლები, ცნობილი მასწავლებლები და სპიკერები. მათ შორის იყო უკრაინის დამსახურებული ექიმი, სახლ - "აპოლონიას" მთავარი ექიმი სერგეი რადლინსკი. მან სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლების,საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულიასოციაციის აქტიური წევრების,სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის წაიკითხა საჩვენებელი ლექცია თემაზე, "კბილთა მაგარი ქსოვილების ცვეთის დროს რესტავრაციის ძირითადი პრინციპები". ლექციის შემდეგ დოქტორმა სერგეი რადლინსკიმ დაათვალიერა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტი და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევითი ცენტრი უნიდენტი.