2010 წლის 15 დეკემბერს, სტომატოლოგიის კლინიკამ და სასწავლო - კვლევითმა ცენტრმა უნიდენტმა, კომპანია "Dentsply"-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულმა ასოციაციამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უმასპინძლა კომპანია "Dentsply"-ის ექიმ-კონსულტანტს, სტომატოლოგიისა და სასწავლო-კლინიკური ცენტრის „ბიოსანის“ ხელმძღვანელს სამკურნალო დარგში, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატს ანდრეი ზორიანს (მოსკოვი, რუსეთი). მან ჩაატარა ლექცია და Hands-on-ი (პრაქტიკული კურსი) თემაზე "ინოვაციური ტექნოლოგიები ენდოდონტიურ პრაქტიკაში, განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობის აუცილებლობა, როგორ მოვიქცეთ და რა საშუალებები გამოვიყენოთ".