პირის ღრუს ესთეტიკა (მოდული 1) - ფრონტალური კბილების მხატვრული რესტავრაციები

 ხანგრძლივობა: 9 საათი (2 დღე, მათ შორის ლექცია 6 საათი, პრაქტიკული კურსი - 3 საათი)

დასაწყისი:  პირველი დღე 10:00-16:30 

                      მეორე დღე 10:00-13:00

პროგრამა აკრედიტებულია 9 ქულით !

 პროგრამის მიზანია პირდაპირი რესტავრაციების თანამედროვე მიდგომების გაცნობა  და მათთვისაც ვისაც აინტერესებს პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციების ჩვენებების ზუსტი ანალიზი:

 o   ფრონტალური კბილების მაკროანატომია - კბილის ფორმა, ზომა, მახასიათებლები;

 o   ბუნებრივი კბილის მორფოლოგია, დენტინი, მინანქარი, დუღაბი, მორფოლოგიის ანალიზი ასაკის გათვალისწინებით;

 o   პირდაპირი რესტავრაციის ჩვენებები;

 o მასალები პირდაპირი რესტავრაციისთვის, კომპოზიტის შერჩევა კონკრეტული მიზნებისთვის (მხატვრული რესტავრაცია, ცვეთა, ბრუქსიზმი);

 o   პირდაპირი რესტავრაციის მეთოდები;

 o   სილიკონის გასაღები, საჭირო ინსტრუმენტები, მასალა, დამზადების ეტაპები;

 o   კბილის ორალური ზედაპირის მოდელირება, ფორმირების ეტაპები;

 o   საკონტაქტო ზედაპირების რესტავრაციის ტექნიკა, საჭირო ინსტრუმენტები და აქსესუარები;

 o  კბილის მოდელირება და ვესტიბულური ზედაპირის ფორმირება;

 o კბილის ოპალესცენციის და მახასიათებლების იმიტაცია (მამელონები, ჰალოს ეფექტი, ლაქები, ბზარები და სხვა; 

 o  რესტავრაციის შემდგომი დამუშავება - ფინირება, პოლირება.

 პროგრამის ტრენერი:

ნინო კორსანტია - მედიცინის დოქტორი, თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი.

 მისამართი: ქ.თბილისი,  ჯ.კახიძის 2, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრი „უნიდენტი“

 ტრენინგის რეკვიზიტები

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია

საქართველოს ბანკი: GE69BG0000000331657700GEL

 თანხა 250 ლარი

 

დანიშნულება : ტრენინგი - პირის ღრუს ესთეტიკა (მოდული 1) - ფრონტალური  

                            კბილების მხატვრული რესტავრაციები

 

თუ თანხა სხვა პირის მიერ იქნება ჩარიცხული, აუცილებლად მიეთითოს ტრენინგში მონაწილე ექიმის სახელი და გვარი.

გთხოვთ, თანხა ჩარიცხოთ დარეგისტრირებიდან სამი დღის ვადაში და დამადასტურებელი საბუთი გამოგზავნოთ info@gdpa.ge ელექტრონულ ფოსტაზე.

 შეგახსენებთ,წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ, გთხოვთ, გადახდის ქვითარი გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე info@gdpa.ge.  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეგისტრაცია გაუქმდება.

 

 

 

 

 

რეგისტრაცია

ტრენინგის რეკვიზიტები

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია

საქართველოს ბანკი: GE69BG0000000331657700GEL

 

დანიშნულებაში სრულად მიუთითეთ ტრენინგის დასახელება

თუ თანხა სხვა პირის მიერ იქნება ჩარიცხული, აუცილებლად მიეთითოს ტრენინგში მონაწილე ექიმის სახელი და გვარი.

გთხოვთ, თანხა ჩარიცხოთ დარეგისტრირებიდან სამი დღის ვადაში და დამადასტურებელი საბუთი გამოგზავნოთ info@gdpa.ge ელექტრონულ ფოსტაზე ან მითითებულ ნომერზე (+995) 595 00 74 16.

 შეგახსენებთ,წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ, გთხოვთ, გადახდის ქვითარი გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე info@gdpa.ge ან ნომერზე (+995) 595 00 74 16. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეგისტრაცია გაუქმდება.