ფრონტალური კბილების მხატვრული რესტავრაციები- პირის ღრუს ესთეტიკა (მოდული 1) 

 ხანგრძლივობა: 9 საათი (2 დღე, მათ შორის ლექცია 6 საათი, პრაქტიკული კურსი - 3 საათი)

დასაწყისი:  პირველი დღე 10:00-16:30 

                      მეორე დღე  10:00-13:00

პროგრამა აკრედიტირებულია 9 ქულით !

 პროგრამის მიზანია პირდაპირი რესტავრაციების თანამედროვე მიდგომების გაცნობა  და   პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციების ჩვენებების ზუსტი ანალიზი:

  o   ფრონტალური კბილების მაკროანატომია;

  o   ბუნებრივი კბილის მორფოლოგიის ანალიზი ასაკის გათვალისწინებით;

  o   პირდაპირი რესტავრაციის ჩვენებები;

  o მასალები პირდაპირი რესტავრაციისთვის, კომპოზიტის შერჩევა კონკრეტული  

        მიზნებისთვის (მხატვრული რესტავრაცია, ცვეთა, ბრუქსიზმი);

  o   პირდაპირი რესტავრაციის მეთოდები;

  o   სილიკონის გასაღები, საჭირო ინსტრუმენტები, მასალა, დამზადების ეტაპები;

  o   კბილის ვესტიბულური და ორალური ზედაპირის მოდელირება, ფორმირების ეტაპები;

  o კბილის ოპალესცენციის და მახასიათებლების იმიტაცია (მამელონები, ჰალოს ეფექტი,

         ლაქები, ბზარები და სხვა); 

 o  რესტავრაციის შემდგომი დამუშავება - ფინირება, პოლირება.

 პროგრამის ტრენერი:

ნინო კორსანტია - მედიცინის დოქტორი, თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი.

ჩატარების ადგილი:  ქ.თბილისი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი (ჯ.კახიძის 2) 

ტრენინგის საფასურია 250 ლარი

 

 

 

 

ტრენინგი სრულად შევსებულია