ენდოდონტიური ბუნიკების უსაფრთხო მოხმარება პროგნოზირებადი ენდოდონტიური შედეგის მისაღებად (ფუნდამენტური ენდოდონტიის საფუძვლები)
ხანგრძლივობა: 9 საათი (2 დღე, მათ შორის ლექცია 6 საათი, პრაქტიკული კურსი - 3 საათი)
დასაწყისი: პირველი დღე 10:00-16:30
მეორე დღე 10:00-13:00
პროგრამა აკრედიტებულია 9 ქულით !
პროგრამა განსაზღვრულია ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი სტომატოლოგის სერტიფიკატის მქონე ექიმი-სტომატოლოგებისთვის.
პროგრამის მიზანია მსმენელმა შეისწავლოს ფესვთა არხების ინტრაანატომია არხების ანატომიურ-მორფოლოგიური თავისებურებების (C-ის ფორმის არხები, ისთმუსები) გათვალისწინებით. ენდოდონტიური მკურნალობის ამოცანების და მიზნების განსაზღვრა. მკურნალობის სხვადასხვა მეთოდების და ტექნიკის დახვეწა. ენდოდონტის დაავადებების მიკრობიოლოგიური შეფასება. ენდოდონტიური ბუნიკის შერჩევა როტაციის ტიპის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში თვითონ განსაზღვროს და დააყენოს ენდოდონტიური ბუნიკის პარამეტრები, შეარჩიოს ფაილთა სისტემა რომელიც საუკეთესოდ გაართმევს თავს კონკრეტულ კლინიკურ შემთხვევას. განახორციელოს ენდოდონტიური ბუნიკის გამოყენებით თანამედროვე როტაციული სისტემებით თავისუფალი მანევრირება ფესვთა არხებში, მათი სრულფასოვანი, ატრავმული პრეპარირება, ხარისხიანი მედიკამენტური დამუშავება და მომზადება ობტურაციისთვის. დაეუფლოს და ზედმიწევნით განახორციელოს ირიგაციის თანამედროვე პროტოკოლი. ობტურაცია და ობტურაციის სხვადასხვა მეთოდიკის შერჩევა და პრაქტიკულად განხორციელება.
პროგრამის ტრენერი:
მაია ლომსიანიძე - სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი, ექიმი სტომატოლოგი.
ტრენინგის საფასურია 350 ლარი
მისამართი: ქ.თბილისი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი ( ჯ.კახიძის 2)
საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია
საქართველოს ბანკი: GE69BG0000000331657700GEL
თუ თანხა სხვა პირის მიერ იქნება ჩარიცხული, აუცილებლად მიეთითოს ტრენინგში მონაწილე ექიმის სახელი და გვარი.
გთხოვთ, თანხა ჩარიცხოთ დარეგისტრირებიდან სამი დღის ვადაში და დამადასტურებელი საბუთი გამოგზავნოთ info@gdpa.ge ელექტრონულ ფოსტაზე ან მითითებულ ნომერზე (+995) 595 00 74 16.
შეგახსენებთ,წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ, გთხოვთ, გადახდის ქვითარი გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე info@gdpa.ge ან ნომერზე (+995) 595 00 74 16. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეგისტრაცია გაუქმდება.