ესთეტიკური სტომატოლოგიის საფუძვლები :
კბილთა პროფესიული გათეთრება, მტკიცებულებებზე
დაფუძნებული მიდგომები და ინოვაციები ;
პროგრამის ხანგრძლივობა: 12 საათი (2 დღე)
დღე I 10:00-16:30
დღე II 10:00-16:30
პროგრამა აკრედიტებული 12 ქულით !
კბილთა ფერის შეცვლის პრობლემები სტომატოლოგიაში დასაქმებული ყველა ექიმისთვის ერთნაირად აქტუალურია. შესაბამისად, იზრდება მოთხოვნა კლინიკებში დაინერგოს კბილების გათეთრების სხვადასხვა მეთოდები და სისტემები. წარმოდგენილ პროგრამაში დაეთმობა ყურადღება გათეთრების პროცედურების მიზნობრიობას, გამოყენებულ საშუალებებს, გამათეთრებელი სისტემების მოქმედების მექანიზმების ახსნას და შორეულ შედეგებს..პროგრამა ასვე მიზნად ისახავს ექიმებისთვის კლინიკური უნარების განვითარების ხელშეწყობას და იმ პრაქტიკული ჩვევების გაუმჯობესებას, რაც აუცილებელია კბილთა წარმატებული და უსაფრთხო გათეთრების უზრუნველსაყოფად.
პროგრამის ტრენერი:
ეკატერინე ბეშკენაძე - საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი, სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) წევრი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი.
პროგრამის მიმდინარეობა:
დღე I - ლექცია და ინტერაქტივი (6 სთ)
10:00-12:00 პროგრამის თეორიული საფუძვლების გაცნობა,
კბილთა ფერის შეცვლის მიზეზები; იატროგენულ ფაქტორთა გამოვლენა
კბილთა დისკოლორიზაციის დროს .
12:00-13:00 კბილის გამათეთრებელი საშუალებების
კლასიფიკაცია და შემადგენლობა
წყალბადის ზეჟანგისა და კარბამიდის
ზეჟანგის როლი კბილთა გათეთრებაში.
13:00-13:30 შესვენება
13:30-16:30 კბილთა გამათეთრების ტექნიკა, ბარიელური
სისტემები :
დღე II - პრაქტიკული მეცადინეობა (6 სთ)
10:00-13:00 მსმენელების მიერ კბილთა გათეთრების
სისტემების გამოყენების სხვადასხვა მეთოდების
ათვისება და პრაქტიკული უნარების დახვეწა ფანტომებზე
(ინტა და ექსტრადენტალური გათეტრება, კატალიზაციის პროცესის
დემონსტრირება, საოფისე გათეთრების დროს გამოენებული ბარიერები და
საიზოლაციო სისტემები, ღამის არტაშნების დამზადების ტექნიკა
და საშულებები).
13:00-13:30 შესვენება
13:30-16:30 ურთიერთასისტირება, როლური თამაშები: პროგრამის
მონაწილეები-ექიმის, პაციენტისა და ასისტენტის როლში.
თითოეული მსმენელი უზრუნველყოფილი იქნება
ინდივიდური სამუშაო ადგილით- ფანტომ-
მულაჟებით პირის ღრუსა და კბილების სხვადასხვა
გამათეთრებელი სისტემებისა და საშუალებების
კომპლექტით, პირის ღრუს საიზოლაციო სისტემით,
ფოტოპოლიმერიზატორებით.
პროგრამა განსაზღვრულია სტომატოლოგიაში
სახელმწიფო სერტიფიკატის მქონე თერაპევტებისთვის.
ტრენინგის საფასურია 250 ლარი
ჩატარების ადგილი: სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო- კვლევითი ცენტრი უნიდენტი (ჯ.კახიძის 2)
საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია
საქართველოს ბანკი: GE69BG0000000331657700GEL
თუ თანხა სხვა პირის მიერ იქნება ჩარიცხული, აუცილებლად მიეთითოს ტრენინგში მონაწილე ექიმის სახელი და გვარი.
გთხოვთ, თანხა ჩარიცხოთ დარეგისტრირებიდან სამი დღის ვადაში და დამადასტურებელი საბუთი გამოგზავნოთ info@gdpa.ge ელექტრონულ ფოსტაზე ან მითითებულ ნომერზე (+995) 595 00 74 16.
შეგახსენებთ,წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ, გთხოვთ, გადახდის ქვითარი გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე info@gdpa.ge ან ნომერზე (+995) 595 00 74 16. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეგისტრაცია გაუქმდება.