სრული ორთოდონტიული პროტოკოლი: დიაგნოსტიკიდან მკურნალობამდე

ხანგრძლივობა (საათებში) 12 საათი ( 2 დღე)

პროგრამა აკრედიტებულია 12 ქულით !

კურსის უპირველესი მიზანია საქართველოში მომუშავე ექიმ-

სტომატოლოგებს მიეწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია თანამედროვე

ორთოდონტიაში. შეიძინონ ახალი ცოდნა და განიხილონ საკითხები

ინტერდისციპლინურ ჭრილში. განსაკუთრებული ყურადღება

ორთოდონტიულ დიაგნოსტიკას, დაავადებების პრევენციას და

მკურნალობის შემდგომი ეფექტის ხანგრძლივ შენარჩუნებას.

პრეზენტაციასთან ერთად კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია

Hands-on.

I დღე

10:00-12:00 ლექცია: ორთოდონტიული დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები:

კომპიუტერული ტომოგრაფია, მოდელების ბიომეტრიული ანალიზი და

ცეფალომეტრიული ანალიზი

12:00-13:00 შეცდომები და გართულებები ორთოდონტიაში;

13:00-13:30 შესვენება

13:30-14:30 მკურნალობის გეგმის შედგენა;

14:30-16:30 პრაქტიკული მუშაობა: მოდელების ბიომეტრიული ანალიზი,

ცეფალომეტრიული წერტილების, სიბრტყეების, კუთხეებისა და მეტრიული

პარამეტრების გამოთვლა.

 

II დღე

10:00-14:00 ლექცია - ორთოდონტიული მკურნალობა: ნიველირება, სამუშაო ფაზა,

დეტალიზაცია და რეტენცია

14:00-14:30 შესვენება

14:30-16:30 პრაქტიკული მუშაობა: ორთოდონტიული ღუნების ფორმირება

სხვადასხვა კლინიკური სიტუაციის მიხედვით. მოუხსნელი რეტეინერის ფორმირება.

პროგრამის ტრენერი:ავთანდილ ბაქრაძე– სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი, თსსუ ორთოდონტიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი. სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი „უნიდენტის“ ორთოდონტი. საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი.

ტრენინგი განკუთვნილია: ექიმი-სტომატოლოგი, ორთოდონტებისთვის 

ტრენინგის საფასურია 500 ლარი

მისამართი: ქ.თბილისი,  სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი ( ჯ.კახიძის 2)

 

 

რეგისტრაცია

ტრენინგის რეკვიზიტები

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია

საქართველოს ბანკი: GE69BG0000000331657700GEL

 

დანიშნულებაში სრულად მიუთითეთ ტრენინგის დასახელება

თუ თანხა სხვა პირის მიერ იქნება ჩარიცხული, აუცილებლად მიეთითოს ტრენინგში მონაწილე ექიმის სახელი და გვარი.

გთხოვთ, თანხა ჩარიცხოთ დარეგისტრირებიდან სამი დღის ვადაში და დამადასტურებელი საბუთი გამოგზავნოთ info@gdpa.ge ელექტრონულ ფოსტაზე ან მითითებულ ნომერზე (+995) 595 00 74 16.

 შეგახსენებთ,წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ, გთხოვთ, გადახდის ქვითარი გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე info@gdpa.ge ან ნომერზე (+995) 595 00 74 16. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეგისტრაცია გაუქმდება.