2010 წლის 12 მაისს ფირმა "დენტსტალ დენტის" მოწვევით ქართველ სტომატოლოგებს ესტუმრა პროფესორი ირინა მაზური და ელენე სტუპნიცკაია (ქ. კიევის დიპლომისშემდგომი განათლების ნაციონალური სამედიცინო აკადემია). მათ ჩაატარეს ლექცია და მასტერ-კლასი თემაზე "თანამედროვე მიდგომები პაროდონტის ანთებით-დესტრუქციული დაავადებების მკურნალობაში - ლაზერის გამოყენების ჩვენებები და საშუალებები". ლექცია-სემინარი ჩატარდა სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის - უნიდენტის და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.