2010 წლის 11 მაისს საქართველოში ფირმა "დენტსტალ დენტის" მოწვევით ქართველ სტომატოლოგებს ესტუმრა ფირმა "Septodont"-ის კონსულტანტი, ფრანგი პროფესორი, დოქტორი ფრედერიკ ბოჰინი. მან ჩაატარა სემინარი და მასტერ-კლასი თემაზე „თანამედროვე საანესთეზიო საშუალებები და წარმატებული ენდოდონტიური მკურნალობის პირობები“. სემინარი და მასტერ-კლასი ჩატარდა სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის - უნიდენტის და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ორგანიზებით და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.