2010 წლის 27 აპრილს დაიწყო სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის სტომატოლოგიური დეპარტამენტის პროფესორის, დოქტორ სტენლი მალამედის უკრაინული ტურნე, რომელიც მიეძღვნა გაუტკივარებისა და ანესთეზიის პრობლემებს სტომატოლოგიაში. სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ექიმები და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები: ნუცა ჭიპაშვილი, ნათია ნიჟარაძე და ზეინაბ კლდიაშვილი სემინარზე დასასწრებად იმყოფებოდნენ ქალაქ კიევში. მანამდე, 24 აპრილს, ნუცა ჭიპაშვილი ქ. პოლტავაში (უკრაინა) დაესწრო მასტერ-კლასს პრაქტიკულ ენდოდონტიაში.