2010 წლის 2-3 აპრილს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის - უნიდენტის დირექტორი,პროფესორი მარინა მამალაძე იმყოფებოდა ქ. პოლტავაში (უკრაინა), სადაც ჩატარდა ევროპის ესთეტიკოს-სტომატოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრის - ირფან აჰმადის სემინარი და მასტერ-კლასი, რომელიც მიეძღვნა ესთეტიკური რესტავრაციის თავისებურებებს და ციფრულ ფოტოგრაფირებას სტომატოლოგიაში.