2025 წლის 10-11 აგვისტოს თბილისში, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, სტომატოლოგიური კომპანია A17-ის და ორთოდონტიული კორპორაცია Ormco- ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო სპიკერის ნინო სიგუას ორდღიანი ლექცია  თემაზე “საგიტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეში კლინიკური გამოწვევების მართვა”. სალექციო კურსის განმავლობაში ის კლინიკური შემთხვევები იყო განხილულირომლებიც ექიმების პრაქტიკული მუშაობისას მეტად აქტუალურია. ღონისძიებას 50-ზე მეტი მოქმედი ექიმი- ორთოდონტი და რეზიდენტი ესწრებოდა.