2024 წლის 29-30 ნოემბერს ქ. ქუთაისში საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ინიცირებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით და ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მასპინძლობით ჩატარდება კონფერენცია თემაზე: სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით - ციკლი II.

     კონფერენციის უპირველესი მიზანია ექიმ-სტომატოლოგებს მიეწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია, შეიძინონ ახალი ცოდნა და განიხილონ საკითხები ინტერდისციპლინურ ჭრილში. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ სტომატოლოგიური დაავადებების პრევენციას და მკურნალობის შემდგომი ეფექტის ხანგრძლივ შენარჩუნებას. კონფერენცია გათვლილია 2 სამუშაო დღეზე. პირველ დღეს ჩატარდება ოთხი ლექცია 100 მსმენელზე, ხოლო მეორე დღეს 4 პრაქტიკული კურსი თითოეული 25 მსმენელზე.

 

პროგრამა

 

I დღე (29.11.2024) - ლექციები

10:30-11:30 კონფერენციის გახსნა;

12:00-13:30  შეცდომები და გართულებები ოდონტოლოგიაში- პროფესორი: მარინე მამალაძე; 13:30-15:00  მინიმალური ინვაზიის ტექნიკა და ფისურების ჰერმეტიზაცია ოდონტოლოგიაში

                     -ასოცირებული პროფესორი: ნათია ნიჟარაძე;

15:00-15:30  შესვენება;

15:30-17:00  თანამედროვე მიდგომები და საშუალებები პრაქტიკულ ენდოდონტიაში

                      -ასოცირებული პროფესორი: ნინო ჭიპაშვილი;

17:00- 18:30  კბილის ფესვის არხთა სისტემის და აპიკალური ხვრელების არქიტექტონიკის

                       თავისებურებები საქართველოს მოსახლეობაში

                       - ასისტენტ პროფესორი: ეკატერინე ბეშკენაძე;

                        სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი: მანანა უსტიაშვილი.

 

II დღე (30.11.2024) - პრაქტიკული კურსი (Hands-on)  4 სექცია.

 09:00-12:00

12:00-12:30 შესვენება

12:30-15:30

პრაქტიკული კურსი წარმოდგენილია როტაციული სისტემით, 1,5 საათის შემდეგ მსმენელები შეიცვლიან პრაქტიკულ კურსებს:  I სექციის მსმენელები გადაინაცვლებენ  II-ში, II სექციისა III-ში,  III სექციის მსმენელები IV -ში,  IV სექციის კი I სექციაში.

 სექცია I - საიზოლაციო სისტემების გამოყენების სხვადასხვა მეთოდები;

                   /ტრენერები - ასოცირებული პროფესორი ლია სანოძე/

სექცია II- ფრონტალურ კბილთა რესტავრაციის კონცეფციები სილიკონის გასაღების  

                  გამოყენებით; /ტრენერი-ასისტენტ პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე/

სექცია III - ატრავმული ენდოდონტიური პრეპარირების, ირიგაციისა და ობტურაციის

                     თანამედროვე მიდგომა; /ტრენერი-სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი  

                     მანანა უსტიაშვილი /

სექცია IV - პაროდონტის და პერი-იმპლანტის დაავადებების და მდგომარეობების ახალი

                     კლასიფიკაცია (ამსტერდამი 2018 გადახედვით). /ტრენერი-სტომატოლოგიის

                     აკადემიური დოქტორი თეა ჯანჯალაშვილი/

 

პროგრამა აკრედიტებულია 12 ქულით !

მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარი.

რეგისტრაციისთვის,შებრძანდით ტრენინგების ველში