2023 წლის 10 ნოემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის აღინიშნა. UNESCO-ს ეგიდით დაწესებულ ამ დღეს ყოველწლიურად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია მართავს, როგორც საქართველოში წარმოებული მეცნიერული კვლევების კოორდინატორი და საქართველოს მთავრობის სამეცნიერო მრჩეველი.სიამაყით გვინდა გაუწყოთ, რომ წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ საპატიო სიგელით დააჯილდოვა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები , თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა დეპარტამენტის, ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ივერიელი და ასოცირებული პროფესორი ნინო აბაშიძე, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები, ასოცირებული პროფესორები ხატია გოგიშვილი და ნინო გოგებაშვილი,დასტურად იმისა, რომ მათ სახელმძღვანელოსათვის „პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებები“ მიენიჭათ ივანე თარხნიშვილის სახელობის პრემია.