გრძელდება საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მიერ წამოწყებული სამეცნიერო პრაქტიკული ტური „სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით“. 22 თებერვალს იმერეთის რეგიონში, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდება ლექციები, 23 თებერვალს კი სტომატოლოგიის კლინიკა „დენტიმერი“-ში - მასტერ კლასები და პაციენტთა მკურნალობა. ეს ყველაფერი მოხდება უფასოდ. ტურები მოეწყობა საქართველოს ყველა რეგიონში.