გრძელდება საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მიერ ინიცირებული პროგრამა - სტომატოლოგია მაღალი სტანდარტებით. ამჯერად ღონისძიება ჩატარდება ქ.გორში. ჩვენი მასპინძლობის სურვილი გამოთქვა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სტომატოლოგიის კლინიკა. კონფერენცია 4-5 აპრილს ჩატარდება. ბუნებრივია პროფესიული ასოციაცია (მათ შორის უნიდენტის ექიმები) ტრადიციას არ უღალატებს და პრაქტიკოსი სტომატოლოგებისთვის საჩვენებელი მასტერ-კლასები მოეწყობა.