2015 წლის 16 აპრილს, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და ფარმაცევტული კომპანია „ბერლინ-ხემი/მენარინი“-ს ინიციაციით ჩატარდა კონფერენცია თემაზე - ტკივილის მართვა სტომატოლოგიაში. კონფერენციას 200-ზე მეტი სტომატოლოგი დაესწრო.

კონფერენცია გახსნა სხდომის თავმჯდომარემ, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარინა მამალაძე.

კონფერენციაზე 3 პრეზენტაცია იქნა წარმოდგენილი:

  1. ტკივილის მართვა სტომატოლოგიაში - მომხსენებელი,საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი,მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნუცა ჭიპაშვილი
  2. ნიმესულიდი მწვავე ტკივილის დროს - მომხსენებელი,საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი,მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნუცა ჭიპაშვილი
  3. ტკივილის მართვა ბავშვთა ასაკში - მომხსენებელი,საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი,მედიცინის აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი ნათია ნიჟარაძე.

კონფერენცია საინტერესო დისკუსიის შემდეგ დაგვირგვინდა სერტიფიკატების გადაცემითა და სასიამოვნო ფურშეტით.