2015 წლის 24-26 მარტს საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კორპუსში, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentImplant-ისა და გერმანული კომპანია DURR Dental-ის მხარდაჭერით და მონაწილეობით ჩატარდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე "ახალი პარადიგმა პაროდონტიტის მკურნალობაში და Vector-თერაპია".

კონფერენცია გახსნა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ.

მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე მომხსენებლებად წარსდგნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები,პროფესორი მანანა ივერიელი, ასოცირებული პროფესორი ნინო აბაშიძე და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი მედიცინის აკადემიური დოქტორი კახა მეტრეველი და კომპანია DURR Dental-ის გენერალური მმართველი აღმოსავლეთ ევროპაში რუდოლფ თრენქენშუ. 

მოხსენებებს შორის აუდიტორიაში ჩატარდა წამახალისებელი გათამაშება, სადაც გამარჯვებულებს შორის ერთ-ერთი გამოვლინდა თეა ჯანჯალაშვილი (პრიზი - Vector Fluid Polish) და აგრეთვე უნიდენტის რეზიდენტურის წლევანდელი კურსდამთავრებული ქეთევან ფარესიშვილი (პრიზი - კომპანია Dentstal-ისაგან 5 %- იანი ფასდაკლების ვაუჩერი Vector - სისტემის სრულ კომპლექტზე). 

25 მარტს ქართულ-გერმანული კლინიკა HBI-dentImplant-ში, კომპანია DURR Dental-ის (გერმანია) გენერალურმა მმართველმა აღმოსავლეთ ევროპაში რუდოლფ თრენქენშუმ ჩაატარა სემინარი ულტრაბგერითი აპარატის Vector-ის გამოყენების თავისებურებებისა და სერვისის შესახებ.

დამსწრეთათვის ინდივიდურ სამუშაო ადგილებზე ჩატარდა წინასწარ შერჩეულ პაციენტთა მკურნალობა Vector-სისტემის გამოყენებით და პაროდონტულ თერაპიაში აქტიური საკითხები განიხილა სიტყვა პასუხის რეჟიმში.