"ინფექციის პრევენციის და კონტროლის თანამედროვე მიდგომები სტომატოლოგიურ კლინიკაში“
ტრენინგის ხანგრძლივობა 12 საათი (6 საათი თითო დღე)
დღე I 15:00-21:00
დღე II 10:00-16:00
პროგრამის მიზანია სტომატოლოგიური კლინიკების პერსონალის მაქსიმალური ინფორმირებულობა სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებსა და ღონისძიებებში. უპირველესი ყურადღება ენიჭება ინსტრუმენტთა დეზინფექცია-სტერილიზაციის მეთოდების, კლინიკის დასუფთავების წესების ცოდნას, ნარჩენების მართვას, ხელის ჰიგიენას და სხვა. დოკუმენტი აერთიანებს სახელმწიფოს მარეგულირებელი ორგანოებისა და პროფესიული ასოციაციების მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს, სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის სათანადო ღონისძიებების გატარებით უზრუნველყოფილი იქნება პაციენტებისა და სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოება, მოხდება ინფექციის ტრანსმისიის შეჩერება.
პროგრამის ტრენერი:
თინათინ გაბრიჭიძე - საზოგადოებრივი ჯანდაცვის აკადემიური დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგიის და ბიოსტატისტიკის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი, ექიმი-ეპიდემიოლოგი, „საქართველოს ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის სპეციალისტთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტი.
პროგრამა აკრედიტებულია 12 ქულით !
პროგრამა განსაზღვრულია ექიმი-სტომატოლოგებისთვის (თერაპევტები, პირის ღრუს და ყბა-სახის ქირურგები, ორთოპედები, ორთოდონტები, ბავშვთა ასაკის სტომატოლოგები)
ჩატარების ადგილი: ქ.თბილისი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი (ჯ.კახიძის 2)
ტრენინგის საფასურია 200 ლარი
ტრენინგი სრულად შევსებულია