თანამედროვე საანაბეჭდო მასალები და ზუსტი ანაბეჭდის აღების ალგორითმი.
ხანგრძლივობა: 9 საათი (2 დღე, მათ შორის ლექცია 6 საათი, პრაქტიკული კურსი - 3 საათი)
დასაწყისი: პირველი დღე 10:00-16:30
მეორე დღე 10:00-13:00
პროგრამა აკრედიტებულია 9 ქულით !
პროგრამა განსაზღვრულია სერტიფიცირებული ექიმი თერაპევტი სტომატოლოგების,ორთოდონტების და ორთოპედ სტომატოლოგებისათვის.
წარმოდგენილი კურსის მთავარი მიზანია საქართველოში მომუშავე სტომატოლოგებს მიეწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია თანამედროვე სტომატოლოგიაში გამოყენებული საანაბეჭდო მასების ნაირსახეობების,მათი გამოყენების პრინციპების, საანაბეჭდო ველის მომზადების, ანაბეჭდის მიღების და ცენტრალური ოკლუზიის განსაზღვრის არსებული მეთოდების თავისებურებების შესახებ.
o საანაბეჭდო მასალებისადმი წაყენებული მოთხოვნები
o საანაბეჭდო მასალების კლასიფიკაცია
o საანაბეჭდო მასალების შეფასების კრიტერიუმები
o საანაბეჭდო მასალების შედარებითი დახასიათება
o საანაბეჭდო მასების სწორად შერჩევის ზეგავლენა პროტეზის საბოლოო
ხარისხზე მსმენელმა უნდა შეძლოს:
o საანაბეჭდო მასალებზე ჩატარებული სამეცნიერო კვლევების ანალიზი
o ანაბეჭდის მიღების მეთოდები:ერთეტაპიანი,ორეტაპიანი,მონოფაზური
o საპროტეზო ველის მომზადება ანაბეჭდის ასაღებად,მომზადების
მნიშვნელობა.მომზადების დროს დაშვებული შეცდომები და შესაბამისი გართულებები.
o თანამედროვე სარეტრაქციო საშუალებების განხილვა
o ანაბეჭდის აღების თანამედროვე ალგორითმი
o ოპტიკური ანაბეჭდის არსი,მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები
o ოპტიკური ანაბეჭდის ზეგავლენა პროტეზის საბოლოო მხარეზე
o ცენტრალური ოკლუზიიის განსაზღვრისათვის გამოყენებული
სილიკონური მასების დახასიათება და მათი გამოყენების თავისებურება
პროგრამის (ტრენერი):
სოფიო კრავეიშვილი-მედიცინის დოქტორი, თსსუ ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმი,საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი,სამედიცინო განათლების სპეციალისტი(AMEE-ევროპის სამედიცინო განათლების ასოციაცია)
ტრენინგის საფასურია 350 ლარი
მისამართი: ქ.თბილისი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი ( ჯ.კახიძის 2)
საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია
საქართველოს ბანკი: GE69BG0000000331657700GEL
თუ თანხა სხვა პირის მიერ იქნება ჩარიცხული, აუცილებლად მიეთითოს ტრენინგში მონაწილე ექიმის სახელი და გვარი.
გთხოვთ, თანხა ჩარიცხოთ დარეგისტრირებიდან სამი დღის ვადაში და დამადასტურებელი საბუთი გამოგზავნოთ info@gdpa.ge ელექტრონულ ფოსტაზე ან მითითებულ ნომერზე (+995) 595 00 74 16.
შეგახსენებთ,წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ, გთხოვთ, გადახდის ქვითარი გამოაგზავნოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე info@gdpa.ge ან ნომერზე (+995) 595 00 74 16. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეგისტრაცია გაუქმდება.