ხანგრძლივობა: 9 საათი (2 დღე, მათ შორის ლექცია 6 საათი, პრაქტიკული კურსი - 3 საათი)

            დასაწყისი:  პირველი დღე 09:00-15:30 

                                  მეორე დღე 10:00-13:00

პროგრამა აკრედიტებულია 9 ქულით ! 

პროგრამა განსაზღვრულია სერტიფიცირებული ექიმი-სტომატოლოგებისთვის,მათთვის, ვისაც ოდონტოლოგიაში პირდაპირი რესტავრაციების თანამედროვე მიდგომების გაცნობა სურთ, და მათთვისაც ვისაც აინტერესებს პირდაპირი და არაპირდაპირი რესტავრაციების ჩვენებების ზუსტი ანალიზი.

o საღეჭი კბილების მაკროანატომია, მორფოლოგია, ბიომიმეტიკა

o საღეჭი კბილების მხატვრული რესტავრაციის კონცეფციები,

თანამედროვე საბჟენ-სარესტავრაციო მასალები, ადეზიური სისტემები,

ინსტრუმენტები და აქსესუარები

o კბილების ქიმიური გათეთრება, მეთოდები, საჭირო მასალები და

აქსესუარები

o პირის ღრუს საიზოლაციო სისტემების სპეციფიკა საღეჭი კბილების

რესტავრაციის დროს

o კბილთა პოსტრესტავრაციული დამუშავება, გამოყენებული საშუალებები

 პროგრამის ტრენერი:

ნინო კორსანტია - მედიცინის დოქტორი, თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი.

 

 ტრენინგის საფასურია 250 ლარი

მისამართი: ქ.თბილისი,  სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი ( ჯ.კახიძის 2)

რეგისტრაცია

ტრენინგის რეკვიზიტები

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია
საქართველოს ბანკი:

GE69BG0000000331657700 GEL

დანიშნულებაში სრულად მიუთითეთ ტრენინგის დასახელება


თუ თანხა სხვა პირის მიერ იქნება ჩარიცხული, აუცილებლად მიეთითოს ტრენინგში მონაწილე ექიმის სახელი და გვარი.

გთხოვთ, წარმატებული რეგისტრაციის და ელექტრონულ ფოსტაზე დასტურის მიღებისთანავე მოახდინოთ ანგარიშსწორება, ჩარიცხვის ქვითარი გამოგზავნოთ მითითებულ ნომერზე (+995) 595 00 74 16 Whatsapp-ში.

ელექტრონულ ფოსტაზე ტრენინგზე დასტურის მიღების გარეშე რეგისტრაცია არ ითვლება შესრულებულად !

გთხოვთ, ტრენინგზე მოსვლისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ჩარიცხვის ქვითარი.

სხვა ტრენინგები