ტკივილის მართვა ამბულატორიულ სტომატოლოგიურ პრაქტიკაში

 

 

პროგრამის ხანგრძლივობა: 9 საათი (2 დღე)

დღე I    10:00-17:00

დღე II   10:00-13:00

 

პროგრამა აკრედიტებულია 9 ქულით !

 

პროგრამა განსაზღვრულია ყბა-სახის ქირურგიის, თერაპიული, ორთოპედიული და ქირურგიული სტომატოლოგიის სერტიფიცირებული ექიმებისთვის.

 

 

ტრენინგის  უპირველესი მიზანია საქართველოში მომუშავე ექიმ-სტომატოლოგებს მიეწოდოს მაქსიმალური ინფორმაცია ტკივილის მართვის თანამედროვე მიდგომებზე, შესძინოს ცოდნა  სტომატოლოგიური პროცედურებისადმი შიშის, მისი გამომწვევი მიზეზებისა და მართვის შესახებ.  პრაქტიკოსი ექიმები გაეცნონ მიმდინარე სიახლეებს ტკივილგამაყუჩებელი და საანესთეზიო საშუალებების შესახებ, განიხილონ მათი  უსაფრთხოდ გამოყენებისა და გართულებების თავიდან აცილების გზები.

 

 

დღე 1:  თეორიული მასალის პრეზენტაცია (ნაწილი I)

10:00-10:15 პრეტესტი

10:15-10:30 ტკივილის დეფინიცია,კლასიფიკაცია,ტკივილის კომპონენტები

10:30-11:00 ფიზიოლოგიური ტკივილის გადაცემის გზა; ტკივილის მედიატორები;

              ტკივილის მგრძნობელობის ტიპები; ტკივილის მიმდინარეობა და

              ლოკალიზაცია;

    11:00-12:00 ოდონტოგენური ტკივილი; ოდონტოგენური ტკივილის დიფერენციული

                           დიაგნოზი;

12:00-13:00 არაოდონტოგენური ტკივილი;

არაოდომტოგენური ტკივილის დიფერენციული დიაგნოზი;

    13:00-13:30 შესვენება

თეორიული მასალის პრეზენტაცია (ნაწილი II)

 13:30-14:00 სტომატოფობია და მისი გამომწვევი მიზეზები;

                         ნდობის ფაქტორი და თანამედროვე მიდგომა მის მართვაში;

     14:00-15:00 სტომატოლოგიურ პაქტიკაში ტკივილისა და შიშის მონიტორინგი და  

                           რეგულირება;

      15:00-15:30 პაციენტის ფსიქოემოციური სტატუსი და მისი დიფერენცირების 

                          აუცილებლობა;

      15:30-16:00 პაციენტთან კომუნიკაციის თანამედროვე სტრატეგია;

      16:00-17:00 რისკის ჯგუფის მქონე პაციენტების მართვა (რისკების შეფასება).

 

 

დღე 2: თეორიული მასალის პრეზენტაცია (ნაწილი III )

 

       10:00-10:30  ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები და მათ მიმართ წაყენებული

                            მოთხოვნები; ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების

                            ფარმაკოთერაპია;                  

       10:30- 11:00 სტომატოლოგიური დანიშნულების თანამედროვე  ადგილობრივი                   

                            საანესთეზიო საშუალებები და მათი თვისებები; ვაზოკონსტრიქტორები;

                            რეკომენდებული დოზები ბავშვებსა და მოზრდილებში;

       11:00-12:00  შეცდომები და გართულებები; ადგილობრივი გაუტკივარების

                            უკუჩვენებები და შეზღუდვები;

       12:00-13:00  კბილის ტკივილი,

o  ტკივილის მართვის ახალი 3D პრინციპი სტომატოლოგიაში;

o  პოსტოპერაციული ტკივილის მართვა;

o  არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები;

o  პაციენტისათვის მედიკამენტის შერჩევა ინდივიდუალურად;

o  დოზირება, მიღების წესი და უსაფრთხოება.

 

 

პროგრამის ტრენერი:

 ნინო ჭიპაშვილი- მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსსუ ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი.

 

ჩატარების ადგილი:  სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევითი ცენტრი

                                      უნიდენტი (ქ. თბილისი, ჯ.კახიძის 2)

 

ტრენინგის საფასური   250 ლარი

           

 

რეგისტრაცია

ტრენინგის რეკვიზიტები

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია
საქართველოს ბანკი:

GE69BG0000000331657700 GEL

დანიშნულებაში სრულად მიუთითეთ ტრენინგის დასახელება


თუ თანხა სხვა პირის მიერ იქნება ჩარიცხული, აუცილებლად მიეთითოს ტრენინგში მონაწილე ექიმის სახელი და გვარი.

გთხოვთ, წარმატებული რეგისტრაციის და ელექტრონულ ფოსტაზე დასტურის მიღებისთანავე მოახდინოთ ანგარიშსწორება, ჩარიცხვის ქვითარი გამოგზავნოთ მითითებულ ნომერზე (+995) 595 00 74 16 Whatsapp-ში.

ელექტრონულ ფოსტაზე ტრენინგზე დასტურის მიღების გარეშე რეგისტრაცია არ ითვლება შესრულებულად !

გთხოვთ, ტრენინგზე მოსვლისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ჩარიცხვის ქვითარი.