მინიმალური ინვაზია-მაქსიმალური სტაბილურობა: „მერილენდის ხიდი“ - ადჰეზიური კონსტრუირების პოტენციალი და კბილების ოკლუზიური ბიომექანიკა
პროგრამის ხანგრძლივობა: 9 საათი (2 დღე)
დღე I 10:00-17:00
დღე II 10:00-13:00
პროგრამა აკრედიტებულია 9 ქულით !
პროგრამა განსაზღვრულია თერაპიული და ორთოპედიული სტომატოლოგიის სერტიფიკატის მქონე ექიმებისთვის
პროგრამის მიზანია მინიმალურად ინვაზიური ადჰეზიური კონსტრუირების და სისტემების თანამედროვე შესაძლებლობების წარმოჩენა და მათი ბიომექანიკური საფუძვლების განხილვა და შესწავლა. პროგრამის მიზანია კბილთა რეკონსტრუქციების, სხვადასხვა მეთოდებისა და სისტემების თანამედროვე მიდგომების შესწავლა. ყურადღება გამახვილდება ადჰეზიური სისტემების ფუნქციურ და ესთეტიკურ ეფექტზე, მათი სარგებლის არგუმენტირებაზე და შესაბამისი შედეგების მიღწევის ტექნიკურ ასპექტებზე. კურსი ასევე მიზნად ისახავს კლინიკური უნარების განვითარების ხელშეწყობას და პრაქტიკული გამოცდილების დახვეწას.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა fiber-reinforced composite სისტემების სტრუქტურას, კლასიფიკაციასა და მექანიკურ მახასიათებლებს. განხილული იქნება ბოჭკოვანი არმირების როლი სტრესის გადანაწილებაში და სტაბილურობის გაზრდაში. დეტალურად განიხილება საღეჭი კბილების ოკლუზიური (ანატომიის) მნიშვნელობა ბიომიმეტიკური რესტავრაციის დაგეგმვის პროცესში. პროგრამა მიზნად ისახავს კლინიცისტებისთვის თანამედროვე ადჰეზიური არმირების, მასალების და ტექნოლოგიების რაციონალური გამოყენების შესახებ პრაქტიკული და თეორიული ცოდნის სისტემატიზაციას.
პროგრამის მიმდინარეობა:
დღე I - პროგრამის თეორიული საფუძვლების გაცნობა,
10:00-10:15- პრეტესტი
10:15-11:00 -ერთეულ დანაკლის კბილთა არმირებისას გამოყენებული თანამედროვე სისტემების კლასიფიკაცია,
11:00-12:00 - თანამედროვე ადჰეზიური სისტემების, არმირების ტექნიკის, FRC - კომპოზიციური მასალები გაცნობა
12:00-13:15 - კლინიკური ჩვენებები და რესტავრაციის ეტაპები გამოყენებული მასალის გაცნობა და დემონსტრირება ფანტომზე.
დღე II - პრაქტიკული ნაწილი
10:00-11:30 მსმენელების მიერ კბილთა ადჰეზიური სისტემის- FRC კომპოზიტების გამოყენების სხვადასხვა მეთოდების ათვისება და პრაქტიკული უნარების დახვეწა;
11:30-13:00 ფანტომ მულაჟებზე რეკონსტრუქციული ტექნიკის შესწავლა და დახვეწა;
13:00-13:30 შესვენება
13:30-16:30 - კბილთა არმირება-რეკონსტრუქცია რესტავრაცია Hands-on ტექნიკით; ურთიერთასისტირება, პროგრამის მონაწილეები ექიმის, პაციენტისა და ასისტენტის როლში.
16:30-17:00 პოსტტესტი
პროგრამის ტრენერი:
ეკატერინე ბეშკენაძე- სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ექიმი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტ პორფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი, სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) წევრი,
ჩატარების ადგილი: სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო კვლევითი ცენტრი
უნიდენტი (ქ. თბილისი, ჯ.კახიძის 2)
ტრენინგის საფასური 300 ლარი
საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია
საქართველოს ბანკი:
GE69BG0000000331657700 GEL
დანიშნულებაში სრულად მიუთითეთ ტრენინგის დასახელება
თუ თანხა სხვა პირის მიერ იქნება ჩარიცხული, აუცილებლად მიეთითოს ტრენინგში მონაწილე ექიმის სახელი და გვარი.
გთხოვთ, წარმატებული რეგისტრაციის და ელექტრონულ ფოსტაზე დასტურის მიღებისთანავე მოახდინოთ ანგარიშსწორება, ჩარიცხვის ქვითარი გამოგზავნოთ მითითებულ ნომერზე (+995) 595 00 74 16 Whatsapp-ში.
ელექტრონულ ფოსტაზე ტრენინგზე დასტურის მიღების გარეშე რეგისტრაცია არ ითვლება შესრულებულად !
გთხოვთ, ტრენინგზე მოსვლისას თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და ჩარიცხვის ქვითარი.