2013 წლის ივლისი/აგვისტო - უკვე მრავალი წელია სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი ზაფხულის პრაქტიკაზე ღებულობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს. ჩვენი სურვილი იყო და არის მომავალი ექიმი-სტომატოლოგები სტუდენტობის პერიოდიდან იყვნენ ჩართულნი პრაქტიკულ საქმიანობაში. სწორედ ამიტომ ყოველწლიურად 40 სტუდენტი ზაფხულის პერიოდში "მუშაობს" ჩვენს კლინიკაში. ისინი ასისტირებენ თერაპევტ სტომატოლოგებთან - ეცნობიან ენდოდონტიურ მკურნალობას, კბილთა რესტავრაციისა და პაროდონტის დაავადებების მკურნალობის თავისებურებებს. ჩართულნი არიან ყბა-კბილთა სისტემის პროტეზირებაში. ეხმარებიან ქირურგ-სტომატოლოგის ასისტენტებს და სტუმრობენ კბილის სატექნიკო ლაბორატორიას. გამონაკლისი არც წლევანდელი ზაფხული ყოფილა. მათ კურირებას უწევდა ექიმი-სტომატოლოგი თეა ჭუმბურიძე. ზაფხულის პრაქტიკის გავლის შემდეგ სტუდენტებს გადაეცათ პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. (იხ. სურ.) ვამაყობთ, რომ კლინიკა უნიდენტმა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მადლობის სიგელი. (იხ. სურ.).