2012 წლის 18 და 19 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტს ეწვივნენ კომპანია ულტრადენტის სპიკერები - პროფესორი რენატო პალო (ბრაზილია) და ლიტვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი საულიუს დრუკტეინისი (ლიტვა). პრეზენტაციაზე მიწვეულნი იყვნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის აქტიური წევრები,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო–კვლევითი ცენტრ უნიდენტის წამყვანი ექიმი-სპეციალისტები. (იხ. სურ.)