2010 წლის 30 სექტემბრიდან - 2 ოქტომბრამდე კიევში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია ენდოდონტიაში. კონფერენციის ფარგლებში გაიმართა დოქტორ არნალდო კასტელუჩის მასტერ-კლასი: „ენდოდონტიური დაავადებების არაქირურგიული მკურნალობა“.საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო–კვლევითი ცენტრი უნიდენტის ხელმძღვანელი,პროფესორი მარინა მამალაძე მიწვეული იყო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.