2010 წლის 31 მაისიდან 12 ივნისამდე საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულიასოციაციის აქტიური წევრები,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო- კვლევითი ცენტრი უნიდენტის ექიმ-სტომატოლოგთა ორი ჯგუფი გაემგზავრა ქ. პოლტავაში (უკრაინა), კლინიკა „აპოლონიაში“. პირველმა ჯგუფმა (თეა ჭუმბურიძე, მაკა კოპალიანი, მაია ლომსიანიძე, თეა ჯანჯალაშვილი და თამარ ჟღენტი) მონაწილეობა მიიღო მასტერ-კლასებში: „მხატვრული რესტავრაცია „Dentsply International“ -ის მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით“, „ფრონტალური კბილების ფორმისა და ტოპოგრაფიის მოდელირება“, „ფრონტალური კბილების საკონტაქტო პუნქტები“. ხოლო მეორე ჯგუფმა (მანანა უსტიაშვილი, ლიკა სანოძე, ეკატერინე ბეშკენაძე, ნინო კორსანტია, თინათინ თოფურიძე, ნათია ნიჟარაძე, მედეა შავლაძე) მონაწილეობა მიიღო მასტერ-კლასებში: „მხატვრული რესტავრაცია „Dentsply International“-ის მასალებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით“, „მარტივი და ეფექტური ენდოდონტია“. ამავე პერიოდში ორთოდონტი თეა ზერეკიძე დაესწრო უკრაინის მთავარი ორთოდონტის ლუბოვ ვიკენტევნა სმაგლიუკის მასტერ-კლასსა და სემინარს.