2009 წლის 6-8 ნოემბერს, სტომატოლოგიის კლინიკამ და სასწავლო-კვლევითმა ცენტრმა - უნიდენტმა, კომპანია "Dentsply"-ს ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულმა ასოციაციამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მხარდაჭერით უმასპინძლა კომპანია "Dentsply"-ს სპიკერსა და კონსულტანტს, დოცენტ ელენა ტროფიმოვას (ბელორუსია). 6 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის აუდიტორიაში, დოცენტმა ელენა ტროფიმოვამ ჩაატარა ლექცია: "წარმატებული ენდოდონტიური მკურნალობა - პირობები და საშუალებები". 7-8 ნოემბერს, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის - უნიდენტის ბაზაზე დოცენტმა ელენა ტროფიმოვამ ჩაატარა "Hands-on" (პრაქტიკული კურსი): "გზა წარმატებული ენდოდონტიური მკურნალობისკენ". განხილულ იქნა NiTi ინსტრუმენტების და ProTaper - ების გამოყენების თავისებურებები ენდოდონტიურ პრაქტიკაში.