2009 წლის 4-5 ნოემბერს სტომატოლოგიის კლინიკამ და სასწავლო-კვლევითმა ცენტრმა - უნიდენტმა, კომპანია "Dentsply"- ის ოფიციალურმა დისტრიბუტორმა საქართველოში და საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულმა ასოციაციამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ხელშეწყობით უმასპინძლა სტომატოლოგიური საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ სპეციალისტს და კბილთა პირდაპირი რესტავრაციების უპირობო ლიდერს, კომპანია "Dentsply"-ს კონსულტანტს, სერგეი რადლინსკის (უკრაინა). 4 ნოემბერს, შ. რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში, სერგეი რადლინსკიმ წაიკითხა ლექცია „ესთეტიკა - მათემატიკური გაანგარიშებით მიღწეული შთაბეჭდილება“. 5 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საბჭოს სხდომათა დარბაზში სერგეი რადლინსკიმ ჩაატარა მასტერ-კლასი თემაზე: „ნანოკომპოზიტების კლინიკური შესაძლებლობები“.