პრიზმა - ჩემპიონატის მიზანია ახალგაზრდა ექიმ - სტომატოლოგებს შორის შეჯიბრი, ზედა ფრონტალურ კბილთა რესტავრაციებში, რომელიც ტარდება ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც. გამარჯვებული მიემგზავრება უკრაინაში საფინალო კონკურსზე მონაწილეობის მისაღებად, სადაც გამარჯვებული იმ წლის პრიზმა - ჩემპიონად სახელდება.
პრიზმა - ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
ფერადი ფოტოსურათები (10X15სმ) 4-5 შემთხვევა ზედა ფრონტალურ კბილთა რესტავრაციული ნამუშევრები "Dentsply"-ის მასალით. (რესტავრაციამდე და რესტავრაციის შემდეგ, სასურველია თუ იქნება მუშაობის პერიოდში გადაღებული სურათებიც).