ძვირფასო კოლეგებო!
უპირველეს ყოვლისა, ყველა იმ ექიმს და ჩვენთვის დიდად საპატივსაცემო სპეციალისტს,
საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის სახელით, გვსურს უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ჩვენს მიერ შედგენილ და განხორციელებულ უწყვეტი პროფესიული განათლების (უპგ) პროგრამაში მონაწილეობის მიღებისთვის, ცხოველი ინტერესისა და საუკეთესო გამოხმაურებისთვის.
ოქტომბრიდან საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია კვლავ განაახლებს უწყვეტი პროფესიული განათლების (უპგ) პროგრამების განხორციელებას, რასაც ჩვენს ვებგვერდზე დავაანონსებთ.
სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!