საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია მე-4 წელია ორგანიზებას უწევს საქართველოში პრიზმა ჩემპიონატის ჩატარებას საუკეთესო ახალგაზრდა სტომატოლოგის გამოსავლენად, ფრონტალური კბილების მხატვრულ რესტავრაციაში. 3 წლის განმავლობაში ჩემპიონატი, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევით ცენტრ უნიდენტში ტარდებოდა. წელს, 29 ივნისს ესტაფეტა გადაეცა ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრს, HBI-dentImplant-ს.