2025 წლის 4 აპრილიდან 10 მაისის ჩათვლით წარმატებით განხორციელდა საქართველოს
სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მიერ დამტკიცებული უკვე კარგად
ცნობილი პროგრამები და ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია წინასწარ დაანონსებულმა
უპგ პროგრამებმა:
- პირის ღრუს ესთეტიკა (მოდული 2) - საღეჭი კბილების მხატვრული რესტავრაციები
(4-5.04.2025)
- ფრონტალურ კბილთა ვინირება, მიკროჰიბრიდული კომპოზიციური საბჟენი
მასალებით (რეალიზმი და რაციონალურობა, მორფოლოგიური საფუძვლები და
ნატურალიზმი) (8-9.04.2025 და 9-10.05.2025)
- მესამე მოლარების ექსტრაქციის, დენტალური იმპლანტაციის ჩატარების
ფარდობითი და აბსოლუტური უკუჩვენებები; ოდონტოგენური ინფექციით
გართულებული კლინიკური შემთხვევების ფარმაკოლოგიური მენეჯმენტი (25-
26.04.2025)
- პირის ღრუს ესთეტიკა (მოდული 1)-ფრონტალური კბილების მხატვრული
რესტავრაციები (2-3.05.2025)
საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციისგან წინ კიდევ უფრო
მეტი სიახლე გელით და ივნისში და ივლისში ექიმების დახელოვნებისა და
წინსვლისთვის შემოგთავაზებთ კიდევ ორ ახალ პროგრამას : თერაპევტებისთვის და
ორთოპედებისთვის.
ამ ტრენინგების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებას და რეგისტრირებას
შეძლებთ ჩვენი ვებგვერდის gdpa.ge ტრენინგების ველში.