2025 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით წარმატებით განხორციელდა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მიერ დამტკიცებული უპგ პროგრამები: ინფექციის პრევენციის და კონტროლის თანამედროვე მიდგომები სტომატოლოგიურ კლინიკაში (22-23.01.2025 და 14-15.02.2025) და  პირის ღრუს ესთეტიკა (მოდული 1) - ფრონტალური კბილების მხატვრული რესტავრაციები (31.01.2025 და 25-26.02.2025).

უკვე კარგად ცნობილ პროგრამებს დაემატა პროგრამები  - სრული ორთოდონტიული პროტოკოლი დიაგნოსტიკიდან მკურნალობამდე (21-22.02.2025) და

ესთეტიკური სტომატოლოგიის საფუძვლები: კბილთა პროფესიული გათეთრება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომები და ინოვაციები (28-29.02.2025)

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციისგან წინ კიდევ უფრო მეტი სიახლე გელით და აპრილში ექიმების დახელოვნებისა და წინსვლისთვის გთავაზობთ ახალ პროგრამებს :

- პირის ღრუს ესთეტიკა (მოდული 2) - საღეჭი კბილების მხატვრული რესტავრაციები

- ფრონტალურ კბილთა ვინირება, მიკროჰიბრიდული კომპოზიციური საბჟენი მასალებით (რეალიზმი და რაციონალურობა , მორფოლოგიური საფუძვლები და ნატურალიზმი) და

- მესამე მოლარების ექსტრაქციის, დენტალური იმპლანტაციის ჩატარების ფარდობითი და აბსოლუტური უკუჩვენებები; ოდონტოგენური ინფექციით გართულებული კლინიკური შემთხვევების ფარმაკოლოგიური მენეჯმენტი. პროგრამები გათვლილია პირის ღრუს ქირურგებისა და თერაპევტებისთვის.

ამ ტრენინგების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მიღებას და რეგისტრირებას შეძლებთ ჩვენი ვებგვერდის gdpa.ge ტრენინგების ველში.