საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და Miccerium SPA-ს ორგანიზებით 8-9 ნოემბერს, ექსკლუზიურად  საქართველოს ექიმებისთვის, სტამბოლში (თურქეთი) Istanbul Dental Academy-ში ჩატარდა იტალიელი საერთაშორისო სპიკერისა და ტრენერის, კიეტი-პესკარას უნივერსიტეტის პროფესორის,იტალიის ესთეტიკური სტომატოლოგიის ასოციაციების აქტიური წევრის, მრავალი პუბლიკაციის ავტორის დანიელე რონდონის ორდღიანი ლექცია-მასტერ-კლასი: “ფრონტალურ კბილთა რესტავრაცია, 3 ასაკი”.ლექციას ესწრებოდნენ საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები:სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის უნიდენტის ექიმები,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო  უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო  კორსანტია, ასისტენტ პროფესორი ეკატერინე ბეშკენაძე, მოწვეული მასწავლებლები, სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორები მანანა უსტიაშვილი და თეა ჯანჯალაშვილი, ექიმი-სტომატოლოგი მაია ლომსიანიძე.ეს იყო თანამოაზრეთათვის შემეცნებითი პროცესით დატვირთული და პოზიტიური ემოციებით გამსჭვალული ორი არაჩვეულებრივი დღე,სადაც ცოდნისა და გამოცდილების  გაზიარება და გათავისება იყო უმთავრესი.