2022 წლის 24 სექტემბერს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის, თბილისის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ქართულ-გერმანული იმპლანტაციის ცენტრ HBI-dentImplant-ის, სასწავლო ცენტრ Perio&Peri-Implant სტუდიო, გერმანული კომ-პანია Durr Dental-ის და კომპანია DENTSTAL-ის (Dürr Dental-ის ოფიციალური წარმომა-დგენელი საქართველოში) მხარდაჭერით და ორგანიზებით, თსსუ-ს თეატრალურ დარბაზში ჩატარდა ქართულ-გერმანული სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია -„პაროდონტიტი და პერი-იმპლანტიტი - ბიოლოგიურად მინიმალური ინვაზიური მიდგომა“.
მომხსენებელი: ივან ჩატოვიჩი - პაროდონტოლოგი, ხორვატიის პაროდონტოლოგთა ასოციაციის საბჭოს წევრი, იმპლანტოლოგიის მაგისტრი (MOI),DSD რეზიდენტი 1&2, სამაგისტრო პროგრამა ესთეტიკურ და ფუნქციონალურ რეაბილიტაციაში.
კონფერენცია აკრედიტებული იყო უწყვეტი პროფესიული განვითარების 10 ქულით, ესწრებოდა 400 მსმენელი.