2023 წლის 5,6 მაისს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიულმა ასოციაციამ
და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითმა ცენტრმა უნიდენტმა
უმასპინძლა კომპანია მიჩერიუმის რეგიონალურ მენეჯერს იანა დოსტალოვას.
უნიშოფი, როგორც ამ კომპანიის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში,
ინიცირებას უწევდა მიჩერიუმის აღიარებული პროდუქტის Enamel+-ის ოფიციალურ
დარეგისტრირებას საქართველოში, რაც სტომატოლოგებს საშუალებას მისცემთ
კბილთა რესტავრირებისას არჩევანი შეაჩერონ დიფერენცირებული გამოყენების,
მაღალი ესთეტიკური პარამეტრების მქონე, ნანო-ჰიბრიდულ კომპოზიტზე.
კონფერენციას ესწრებოდა 100-ზე მეტი ექიმი.
სპიკერმა იანა დოსტალოვამ მსმენელებს კომპანიისა და მისი პროდუქტის შესახებ
მიმოხილვითი ლექცია წაუკითხა. ასოციაციის წევრმა, თსსუ-ის ასოცირებულმა
პროფესორმა, უნიდენტის ექიმმა, ნინო კორსანტიამ ფართოდ გააშუქა ინფორმაცია
აღნიშნული მასალის შედგენილობისა და კლინიკური გამოყენების შესახებ.
კონფერენციის მეორე დღეს უნიდენტში 2 მასტერ - კლასი ჩატარდა, სადაც 50-ზე მეტ
ექიმს საშუალება მიეცა წინასწარ მომზადებულ მოდელებზე საკუთარი ხელით
შეესრულებინათ კბილთა რესტავრაცია.