2023 წლის 4-7 ივნისს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრი, სომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ექიმი-თერაპევტი და რეზიდენტთა ლოკალური ხელმძღვანელი მაია ლომსიანიძე იმყოფებოდა ქალაქ სტამბულში (თურქეთი) Endodontics Global Opinion Forum 23-ში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენლის სტატუსით. მაია ლომსიანიძემ მსოფლიოს წამყვან ენდოდონტისტებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ენდოდონტიაში არსებული გამოწვევების გარშემო გამართულ დისკუსებში და გლობალური ენდოდონტიის მომავალი პროექტების განხილვაში.