2021 წლის 14,15,16 მაისს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი,პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ნინო აბაშიძე მოხსენებით წარდგა,ფარმაცევტული კომპანიის Azadent Pharma Geogia-ს მიერ ლოპოტაზე(თელავი) ინცირებულ სემინარზე, სადაც მიწვეულები იყვნენ სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკების წარმომადგენლები (ექიმი-სტომატოლოგები). სემინარი მიეძღვნა პირის ღრუს მოვლის საშუალებების ეფექტიანობას კლინიკურ პრაქტიკაში.ასოცირებული პროფესორი ნინო აბაშიძე წარდგა თემით:"ინტერმედის პროდუქციის გამოყენება პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებების მკურნალობის კომპლექსში". აღნიშნულ სემინარს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრები,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ექიმი-სტომატოლოგი,რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი.თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ქირურგიული განყოფილების ექიმი-სტომატოლოგი თამარ თავამაიშვილი,თსსუ აპოლონ ურუშაძის სახელობის სტომატოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი ჯონი ფოცხვერაშვილი ესწრებოდნენ.