19-20 ნოემბერს საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის წევრმა,სტომატოლოგიის  კლინიკა სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ექიმმა,მაია ლომსიანიძემ ჩაატარა მასტერ-კლასი "კბილების ფესვთა არქიტექტონიკისა და რთული ინტრაანატომიის დაძლევა ენდოდონტიაში თანამედროვე გამადიდებელი სისტემების გამოყენებით".

მსმენელები გაეცნენ გამადიდებელი სისტემების გამოყენებას ენდოდონტიაში და აითვისეს ენდოდონტიური მანიპულაციების უსაფრთხო შესრულება ოპერაციული მიკროსკოპის გამოყენებით.