საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაცია განაგრძობს ტრადიციად ქცეულ რეგიონულ ტურნეს და ამჯერად თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის , პაროდონტისა და პირის ღრუს ლორწოვანის დაავადებათა დეპარტამენტის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ქუთაისში 2019 წლის 12-14 ივლისს, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია  "თანამედროვე სტომატოლოგიის გამოწვევები და მათი გადაჭრის რაციონალური გზები“. 

12 ივლისს მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე ლექციებით წარდგნენ პროფესორები:

-მარინა მამალაძე -“კბილთა პირდაპირი რესტავრაცია: საჭირო საშუალებები საჭირო დროს”

-მანანა ივერიელი-“პირის ღრუს ლორწოვანის სხვადასხვა ტიპის ტრავმით გამოწვეული დაავადებები, დიფერენცია და მართვის პრინციპები”

ასოცირებული პსოფესორები:

-ნინო აბაშიძე-“პაროდონტისა და პერიიმპლანტის დაავადებათა ახალი კლასიფიკაციის განხილვა. ახლებური მიდგომები ძველი პრობლემებისადმი”  

-ნინო ჭიპაშვილი - “ენდოდონტიური მკურნალობა - გამოწვევები და აღიარებული სტანდარტი”

 13 ივლისი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი დღე იყო, იგი ობიექტურად სტუქტურირებულ მასტერ კლასებს მიეძღვნა:

 

N 1    პირის ღრუს საიზოლაციო სისტემების გაცნობა Rubber-Dam-ის მაგალითზე  და   

          მისი ფიქსაციის უნარების ათვისება

          ტრენერები - ლია სანოძე და  ნინო სვანიშვილი,

N 2    პირდაპირი კომპოზიციური რესტავრაცია შრეობრივი ტექნიკით. პოლირების   

          პროტოკოლი

         ტრენერი - ჯონი ფოცხვერაშვილი

N 3   კბილის ფესვის არხების დამუშავების საბაზისო ტექნიკა

         ტრენერი - ეკა ბეშკენაძე

N 4   დახურული კიურეტაჟის საბაზისო ტექნიკა და გამოყენებული საშუალებები

         ტრენერი -  თეა ჯანჯალაშვილი

N 5   კბილთა შინირება და არტაშნები სტაბილიზაციისთვის. ფიქსაციის ტექნიკის    

         ათვისება

         ტრენერი - თეა ცინცაძე