15 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში ჩატარდა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.

კონფერენცია გახსნა საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ოდონტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მარინა მამალაძემ.

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მანანა ივერიელმა წარმოადგინა  პრეზენტაცია -„ინფექციური სტომატიტები - დიაგნოსტიკა, დიფდიაგნოსტიკა, მკურნალობის თანამედროვე პრინციპები და ტრახისანი.“

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ნინო აბაშიძე აუდიტორიის წინაშე წარსდგა მოხსენებით - „პაროდონტის დაავადებათა უახლესი კლასიფიკაცია - მკურნალობის ფილოსოფია.“