7-9 დეკემბერს, უკრაინის ესთეტიკური სტომატოლოგიის აკადემია მართავს რიგით მე-3 კონგრესს.

კონგრესზე სპიკერად მიწვეულია,საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო–კვლევითი ცენტრ უნიდენტის ხელმძღვანელი,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა მამალაძე მოხსენებით - კბილის ფესვის არხების მორფოლოგია, მათი სხვადასხვა მეთოდით პრეპარირებისას (ელექტრონულ მიკროსკოპული კვლევა).