3 ნოემბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის განახლებულ თეატრალურ დარბაზში ანშლაგით ჩაიარა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის,სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრის, უნიდენტის მეგობრის და ქომაგის, სერგეი რადლინსკის საჯარო ლექციამ - „კბილთა ბიომექანიკა როგორც რესტავრაციათა საფუძველი“.
NB! 438 ბედნიერი დამსწრე და ამდენივე გულდაწყვეტილი, აუდიტორიის მიღმა დარჩენილი კოლეგა, ბრწყინვალე კონცეფცია, იდეალური პრეზენტაცია და წარმოუდგენელი კლინიკური შედეგები.
სერგეის და ვერას ვიზიტს არაჩვეულებრივი ჩვენებური პროგრამაც ახლდა თან.
„მადლობა ყველას ვინც გვერდში მედგა ამ დღეების ორგანიზებაში. არასდროს დამეზარება მათდამი მოწიწების გამოხატვა. მადლობა უნიდენტის მრავლისმნახველ გუნდს“ - მარინა მამალაძე.