2017 წლის 2 მარტს, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის და საქართველოში სტომატოლოგიური მასალათა მწარმოებელი კომპანიის Ultradent Product Inc.-ის მოწვევით საქართველოში იმყოფებოდა Ultradent-ის სპიკერი და რეგიონალური მენეჯერი ოლგა მენჩნაროვსკა.

ჩვენი კლინიკა, სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრი უნიდენტი, ამ კორპორაციის მასალებს და საშუალებებს კარგად იცნობს და გამოყენების დიდი ტრადიცია აქვს. მეტიც, ამ პროდუქციას მოიხმარს უნიდენტის არამხოლოდ ძირითადი სამედიცინო სეგმენტი, არამედ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები-რეზიდენტები.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩვენთვის Ultradent-ის ლექციის მოსმენა. ლექცია პრაქტიკულად ინტერაქტიულ რეჟიმში გაიმართა, რაც სასიამოვნო აღმოჩნდა ჩვენთვის და სპიკერისთვისაც.

ლექცია პრაქტიკულად მთელ დღეს გაგრძელდა. საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტმა და სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კველვითი ცენტრი უნიდენტის ხელმძღვანელმა,მარინა მამალაძემ ჩაინიშნა შემდეგი შეხვედრის თარიღი - 2018 წლის გაზაფხული.